გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში მსჯავრდებულს, რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია ,,ნიუპოსტს” შს სამინისტროში დაუდასტურეს.შეგახსენებთ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულს სასჯელი დაუმძიმა. სასამართლომ მიმალვაში მყოფ რაშიდ კანჯი-ოღლის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.საქმეზე სასამართლო განხილვები მსჯავრდებულის გარეშე ტარდებოდა. მასზე ქართულ მხარეს ძებნა აქვს გამოცხადებული. საქართველოს პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად ინტერპოლს გასული წლის მაისში მიმართა.
გალის რაიონიდან დევნილი 31 წლის გიგა ოთხოზორია 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ვერაგულად მოკლეს.
ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. პროკურატურის ინფორმნაციით, რაშიდ კანჯი-ოღლის ბრალდება 21 მაისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე რაშიდ კანჯი-ოღლის აღკვეთის ღონისძიების სახითშეეფარდა პატიმრობა და გამოტანილი იქნა დადგენილება ძებნის თაობაზე.
ნიუპოსტიია

