_ როგორ შეიძლებოდა არ მოხვედრილიყო ჩვენებაში სოსო ოხანაშვილისა და მეუფე დიმიტრის გვარები, როცა პირდაპირ მეუბნებოდა მამა გიორგი ჩანაწერში, რომ ისინი იმყოფებიან ბერლინში. ეს ფურცელზე ხომ უნდა გადატანილიყო? ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ განუცხადა, რითაც დაკავებული დეკანოზის ადვოკატის ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ირაკლი მამალაძის მეორე ჩვენების შემდეგ ე.წ. ციანიდის საქმეში სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი გამოჩნდნენ.
ირაკლი მამალაძის განცხადებით, მამა გიორგის ჰქონდა ოხანაშვილსა და მეუფე დიმიტრისტან კონტაქტი და „იკითხონ, რა თემაზე ეკონტაქტებოდა მათ“.
მოწმის განცხადებით, მან განმეორებითი, სრულყოფილი ჩვენება გამოძიებას დაახლოებით, ორი კვირის წინ მისცა.
_ მე მეუფე დიმიტრისა და სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი. უფრო სწორად აღვადგინე ჩანაწერების მთელი პროცესი.

მთელმა საქართველომ იცის, რომ ბერლინში იმყოფებოდნენ სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი. თუ მე ეს გვარები ვახსენე ამ კონტექსტში, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი აპრიორი ჩართული იყვნენ ამ დანაშაულში? – აბსურდია, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
მისივე განმარტებით, ასევე აბსურდია ინფორმაცია, რომ თითქოს მეუფე დიმიტრი და სოსო ოხანაშვილი „რაღაცა ჯგუფის წევრებად“ დაასახელა.
ინტერპრესნიუსი
მისივე განმარტებით, ასევე აბსურდია ინფორმაცია, რომ თითქოს მეუფე დიმიტრი და სოსო ოხანაშვილი „რაღაცა ჯგუფის წევრებად“ დაასახელა.
ინტერპრესნიუსი