ჯორჯ კლუნიმ 87 წლის ქალს დაბადების დღე მიულოცა

ჯორჯ კლუნიმ 87 წლის ქალს დაბადების დღე მიულოცაამერიკელმა მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ მოხუცებულთა სახლი მოინახულა, რომელიც ბრიტანეთის ბერკშირის საგრაფოში სოფელ სონინგში მდებარეობს, რათა იქ მცხოვრები თავისი თაყვანისმცემლისთვის დაბადების დღე მიელოცა.
დაწესებულების თანამშრომლებმა ადრევე მისწერეს კლუნის წერილი და 87 წლის ქალზე მოუთხრეს, რომელსაც მისი ნახვა გააბედნიერებდა. მათ მსახიობს თხოვეს, რომ ქალის ოცნება აესრულებინა.
კლუნი კვირა დილას მართლაც მივიდა მოხუცებულთა სახლში და კარზე ზარი დარეკა.

სახლის კონსიერჟის თქმით, როდესაც ცნობილი მსახიობი კართან მდგომი დაინახა, გაოგნებული აღმოჩნდა. კლუნიმ ხანდაზმულ თაყვანისმცემელს ყვავილების თაიგული და მისალოცი ბარათი გადასცა.