საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარ-თებერვალში კომერციული ბანკების მოგებამ 142,650 მლნ ლარი შეადგინა, რაც 83,837 მილიონი ლარით, 142,5%-ით მეტია იანვრის მონაცემთან შედარებით.
იანვარში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 58, 813 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ბანკების შემოსავლებმა 557,781 მილიონი ლარი შეადგინა, ხარჯებმა კი 399,267 მილიონი ლარი.
რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, 2016 წლის იანვარ-თებერვალში კომერციული ბანკების მოგება იყო 36,211 მილიონი ლარი, რაც თითქმის 4-ჯერ ნაკლებია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, ამავე პერიოდში ბანკების ხარჯებმა 399.267 ლარი, შემოსავლებმა კი 557.781 ლარი შეადგინა.
კომერსანტი

