კოტე იოსელიანი: ,,ხატია დეკანოიძის შვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდა, რომ თავის თავზე აეღო”

კოტე იოსელიანი: ,,ხატია დეკანოიძის შვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდა, რომ თავის თავზე აეღო"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა კოტე იოსელიანმა ცოტა ხნის წინ გადაცემა „რეაქციაში“ უფლებადამცელის წარმომადგენელს მიმართა და მოუწოდა, ხატია დეკანოიძის შვილის დაჭერის ფაქტთან დაკავშირებით ნუ გააკეთებენ განცხადებებს, ვიდრე საქმის დეტალებს არ გეცნობიან.

_ ხატიას შვილი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ შეუსრულდა 18 წელი, მარტო არ დაუჭერიათ. ის სხვებთან ერთად დაიჭირეს. ყველა გაუშვეს და დაიტოვეს ეს და ამ ადამიანთან მთელი ღამე არ შეუშვეს ადვოკატი.

როგორც ჩანს, ის ნაკლებად ინფორმირებულია საკუთარ უფლებებზე და დაჟინებით ვერ მოითხოვა, რომ შეეშვათ მასთან ადვოკატი. მთელი ღამის განმავლობაში მასზე მიდიოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ თავის თავზე აეღო, რომ ნუ დააბრალებდა და მეგობრებსაც ნუ გარევდა ამაში.

იცით, ეს როგორ ხდება, ეს მეთოდოლოგია, როგორ ამუშავებენ პოლიციაში მცირეწლოვან ადამინებს, რომ თავის თავზე აიღონ დანაშაული და ამიტომ მოგიწოდებთ, სანამ დეტალებს არ გაეცნობით, შეფასებებისგან თავი შეიკავოთ, _  განაცხადა იოსელიანმა.

ნიუპოსტი