ლაშა მახარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძის დედა აცხადებს, რომ უცნობმა პირებმა მისი სახლის დაწვა მოლოტოვის კოქტეილის შეგდებით სცხადეს.
აბაშიძის 17 ნომერში, კრიმინალისტები იმყოფებიდნენ. ცირა გოდერძიშვილის თქმით, გაჩენილი ცეცხლის შედეგად, დაზიანდა მეზობლის ავტომობილი.
მსჯავრდებულის დედის განცხადებით, ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, ბოლო ინციდენტის დროს მათი მანქანის დაწვა სცადეს.
ის ამ ფაქტს სტრასბურში მისი შვილის საქმის განხილვას უკავშირებს და ამბობს, რომ მათი დაშინებით ხელისუფლებაა დაინტერესებული.

