მამა გიორგი მამალაძეს სასულიერო პირები თავდებში არ დაუდგნენ

მამა გიორგი მამალაძეს სასულიერო პირები თავდებში არ დაუდგნენ24 მარტს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიმართა. შუამდგომლობას თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავს.
თუ სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას, წინასაგამოძიებო ვადის გაგრძელებაზე დააკმაყოფილებს, სასამართლო ვალდებული ხდება, მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან 72 საათში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელოს.
მიხეილ რამიშვილი:
_ პროკურატურა ალბათ მოითხოვს, რომ დატოვონ პატიმრობაში, ჩვენი პოზიცია კი იქნება, რომ არაა მიზანშეწონილი მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, იმ საფუძვლებით, რაზეც პროკურატურა აპელირებს. ალტერნატივის სახით ძალიან ბევრ რამეს შევთავაზებთ სასამართლოს, გააჩნია როგორი იქნება პოზიციები და როგორ დაასაბუთებს ამ შემთხვევაში პროკურატურა პატიმრობაში დატოვების მიზანშეწონილობას. სამწუხაროდ, სასულიერო პირების თავდებობა ვერ მოვიპოვეთ, რომ შევთავაზოთ სასამართლოს და ალბათ უფრო გირაოს შუამდგომლობას დავაყენებთ ალტერნატივის სახით. ზოგადად იყო საუბარი, რომ თავდებში ჩადგომოდნენ მამა გიორგის, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს.
მიჭირს მოლოდინებზე საუბარი, ყველა შუამდგომლობა დაუკმაყოფილა სასამართლომ მხოლოდ პროკურატურას და არც ერთი ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუნდაც წმინდა სინოდის წევრების გამოკითხვაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.