მამა გიორგი მამალაძის დედა: ”მეუფე დიმიტრისთან აღსარების დონეზე მქონდა საუბარი”

მამა გიორგი მამალაძის დედა: ”მეუფე დიმიტრისთან აღსარების დონეზე მქონდა საუბარი”დღეს საღამოს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები შევიდნენ.

ეპარქიის შენობაში შესვლამდე მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.

ცოტა ხნის წინ დეკანოზის ოჯახის წევრბმა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია დატოვეს.

ეპარქიის შენობიდან გამოსვლის შემდეგ დეკანოზის დედამ, ქეთევან მაღლაკელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას მეუფესთან აღსარების დონეზე ჰქონდა საუბარი.

სხვა დეტალებზე საუბარი ქეთევან მაღლაკელიძემ არ ისურვა.