მამუკა ახვლედიანი დაკითხვაზე დაიბარეს

მამუკა ახვლედიანი დაკითხვაზე დაიბარესსაკრებულოს წევრი და თბილისის ყოფილი ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს.
საქმე პროექტ ,,ძველი თბილისის ახალ სიცოცხლეს” ეხება, რომლის განხორციელებასაც ის პირადად ხელმძღვანელობდა.
_ აინტერესებთ, რა თანხები იხარჯებოდა და რამდენად მიზნობრივად, მაგრამ არ მესმის ამ საქმეზე რა ძიებაა საჭირო. ეს პროექტი 2009 წელს წამოიწყო მთავრობამ, მაშინ როდესაც დეველოპერული კომპანიები, მათ შორის მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე ვეღარ მუშაობდნენ.

მთავრობამ მათ სტიმული მისცა და აქ საქმე მხოლოდ დეველოპერულ კომპანიებს არ ეხებათ. ამას ებმებოდა ყველა ის ბიზნესი, რომელიც მშენებლობასთანაა დაკავშირებული, – განაცხადა ახვლედიანმა.