მამუკა ახვლედიანის დაკითხვა დასრულდა

მამუკა ახვლედიანის დაკითხვა დასრულდათბილისის საკრებულოს წევრმა მამუკა ახვლედიანმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა.

მისი თქმით, ის პროექტ “ძველი თბილისის ახალ სიცოცხლესთან” დაკავშირებით დაკითხეს, რომელიც 2009-2011 წლებში განხორციელდა.

_ დოკუმენტაცია და მასალები, რომელიც აქვთ ამოღებული თბილისის მერიიდან და შესაბამისი უწყებებიდან, თვალწინ უდევთ და ხელახლა კიდევ მისვამენ კითხვებს. მიმაჩნია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემზე მოახდინონ ზეწოლა.

გადავწყვიტე, არ მიმეცა დამატებითი ჩვენება, ვინაიდან ეს ყველაფერი სრულიად არარელევანტური იყო. განვუცხადე, რომ თუ დამატებითი კითხვები აქვთ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ გავცემ პასუხს სასამართლოზე, _ განაცხადა ახვლედიანმა.

მამუკა ახვლედიანი დაკითხვაზე უკვე მეორედ იმყოფებოდა.