მერაბ ღოღობერიძე დაკითხვაზე ცუდად გახდა

მერაბ ღოღობერიძე დაკითხვაზე ცუდად გახდამერაბ ღოღობერიძის დაკითხვა აჭარის პოლიციის სამმართველოში შეწყდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღოღობერიძის მეუღლე მალვინა ღომიძემ განუცხადა, დაკითხვისას მერაბ ღოღობერიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისივე თქმით, ღოღობერიძეს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

მალვინა ღომიძის ინფორმაციით, ამ წუთებში მის მეუღლეს გადასხმა უკეთდება.

მერაბ ღოღობერიძეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული მისივე სტატუსების გამო ბათუმში, 11-12 მარტს გამართული აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად ასახელებდნენ.  ღოღობერიძე აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აღნიშნავს, რომ აქციის ორგანიზატორი იყო ქართველი ხალხი და თუ ვინმეს აქვს მის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები, გაასაჯაროოს.