მორიგი დამწვარი ავტომობილი სოხუმში _ ცეცხლი მოსამართლის მანქანას გაუჩნდა

მორიგი დამწვარი ავტომობილი სოხუმში _ ცეცხლი მოსამართლის მანქანას გაუჩნდაოკუპირებული აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თემურ შონიას ავტომობილის დაწვის საქმეს იძიებენ. ავტომობილს ცეცხლი 21 მარტს საღამოს გაუჩნდა, თემურ შონიას ავტომობილი სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰყავდა გაჩერებული. ჯერჯერობით დაუდგენელია ავტომობილს ცეცხლი ტექნიკური გაუმართაობის გამო გაუჩნდა, თუ ეს ვინმემ განგებ გააკეთა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დაიწვა აფხაზეთის ე.წ ეროვნული საბჭოს დეპუტატობის კანდიდატის ბათალ აიბას ავტომობილიც, გამოძიებამ დადგინა, რომ აიბას ავტომობილს ცეცხლი განგებ გაუჩინეს, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ აიბას და შონიას ავტომობილების დაწვის ფაქტს შორის რაიმე კავშირი არსებობს.