„ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემა შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს”

„ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემა შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს"ოპოზიცია პროკურატურისგან ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.
_ წარმოადგენს დედაქალაქის მერიის აუდიტის სამსახური დასკვნას და ჩვენ ამ დასკვნის საფუძველზე მივმართავთ უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ვაპირებთ, ყველა სახელმწიფო ინსტანციაში, ყველა სამსახურს მივმართოთ, რომ აღნიშნული ფაქტი არ დარჩეს გამოუკვლეველი და დაუსჯელი.

ცინიკურია, როდესაც ბატონი სამუშია საიას წარმომადგენლების კვლევას აფასებს, როგორც არასრულს.

ჩვენ აბსოლუტურად ვენდობით ამ დასკვნას და ვფიქრობთ, რომ უკვე შემდეგი ნაბიჯი უნდა გადადგას პროკურატურამ, _ განაცხადა საკრებულოში ფრაქცია თბილისის წევრმა თამაზ შოშიაშვილმა.

საიას კვლევას ენდობა ნაციონალური მოძრაობაც.

_ მათ ქონდათ ერთადერთი არგუმენტი საპირისპიროდ, რომ თითქოს და მისი მფლობელი რეალურად იყო ბატონი ნაზღაიძე, თუმცა ეს არის ტყუილი და მეორე, თითქოს არსებობდა რაღაც მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ქონება ძვირდებოდა. ესეც არის დიდი სიცრუე, _ აცხადებს საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.