ქართულ ბაზარზე საწვავის ღირებულება მცირდება.
საუბარია 3 ბრენდირებულ კომპანიაზე _ “ვისოლზე”, “ლუკოილსა” და “სოკარზე”.
კომპანიებში ფასები 5 თეთრით შემცირდა.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ფასები ასევე 5-10 თეთრით შემცირდა არაბრენდირებულ ბენზინგასაგასამართ სადგურებზეც. ღირებულების კლება, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ბაზრის ფასებმა და ლარის კურსმა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე 1 ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 50 დოლარის ნიშნულზე რჩება.

