ყაჩაღობა დიდ დიღომში

ყაჩაღობა დიდ დიღომში დიდი დიღომის მესამე მიკრორაიონში ჯიპისის აფთიაქი დააყაჩაღეს.

გვიან ღამით  აფთიაქში რამდენიმე პირი შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია მცირე რაოდენობის თანხა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. აფთიაქის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მომხდარის ფაქტის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.