ავარია მოხდა გვიან ღამით ყაზბეგის გამზირზე. ავტომანქანამ, რომელსაც ქალი მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ გაჩერებაზე, შემდეგ კი იქვე მდგარ ჯიხურში შევარდა.
შემთხვევის შემდეგ მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში დახურული თავის ტრამვის დიაგნოზით გადაიყვანა, თუმცა მოგვიანებით, როგორც ექიმი განმარტავს, პასიცენტმა მკურნალობაზე უარი თქვა და კლინიკა დატოვა.
მომხდარის მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარე იყო.

