ქუთაისში ბენზიგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ქუთაისში ბენზიგასამართი სადგური დააყაჩაღესქუთაისში, ბენზიგასამართი სადგური დააყაჩაღეს. ნიკეას ქუჩაზე არსებული ობიექტს სამი ნიღბიანი მამაკაცი დაესხა თავს.

ბოროტმოქმედებმა 1500 ლარამდე თანხის წაღება მოახერხეს.

როგორც ნიუპოსტს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.