კასპში, ქვათახევის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში, შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფრომაციით, გარდაცვლილს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და თვითმკვლელობის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
როგორც ნიუპოსტს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

