ევროპის, ისევე როგორც ყველა სხვა მიმართულებით ბილეთის ღირებულებას მისი შეძენის თარიღი განსაზღვრავს. იმისთვის, რომ მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯებით მოვინახულოთ ევროპის სხვადასხვა ქალაქები, აუცილებელია წინასწარი ჯავშნების გაკეთება.
“ატლას გლობალის” კომერციული დირექტორი თამუნა თანდაშვილი “საქმიან დილასთან” საუბრისას ამბობს, რომ ავიაკომპანიები საფასო პოლიტიკას სეზონების მიხედვით, მოთხოვნიდან გამომდინარე ცვლიან.
ამ ეტაპზე კონკრეტულად “ატლას გლობალში” ევროპის მიმართულებით ორივე გზაზე ფრენის მინიმალური ღირებულება 179 ევროა.
_ დაბალტარიფიანი ბილეთები იანვრიდან ხელმისაწვდომი იყო, რაც უფრო ახლოვდება თქვენთვის სასურველი მოგზაურობის პერიოდი, მით უფრო იზრდება ბილეთის ფასი. ეს არის კარგი პრაქტიკა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გაითავისონ ევროპაში მოგზაურობის ძირითადი წესები. თუ გნებავთ გაფრინდეთ შეღავათიანი ტარიფით, ამისთვის ჯავშნები წინასწარ უნდა გააკეთოთ და ამაში არც საშიში და არც უცნაური არაფერია, _ ამბობს თამუნა თანდაშვილი.
ორმხრივი ბილეთის ფასი პრაღის მიმართულებით აპრილში 211 ევროდან იწყება პეგასუსის ავიახაზებით. სხვაობა მინიმალურსა და მაქსიმალურს შორის დამოკიდებულია თვითმფრინავის ტიპზე, ადგილების რაოდენობასა და ავიაკომპანიის კატეგორიაზე.
პეგასუსის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლევან ელიზბარაშვილი ვარაუდობს, რომ კონკურენცია მომხმარებლებს შორისაც გაზრდება.
_ ამ ეტაპზე ვენის მიმართულებით ორმხრივი ბილეთის ფასი 231 ევროდან, პარიზის მიმართულებით 212 ევროდან, ხოლო ბარსელონას მიმართულებით 255 ევროდან იწყება.
დღეს თუ დაჯავშნით აგვისტოს პერიოდს, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ აპრილში მაინც ორჯერ ძვირია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ახლა დაჯავშნა უფრო გამართლებულია, ვინაიდან თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ფასი იქნება ივნისში რომ დაჯავშნოთ აგვისტო, ან საერთოდ იქნება თუ არა ადგილი, _ განაცხდა ლევან ელიზბარაშვილმა.

ბიზნესკონტრაქტი