რამიშვილი: „თუ საქმეს არ შეწყვეტენ,  სინოდის 47 წევრი უნდა დაიკითხოს“

რამიშვილი: „თუ საქმეს არ შეწყვეტენ,  სინოდის 47 წევრი უნდა დაიკითხოს“_ თუ საქმეს არ შეწყვეტენ, სასამართლო პროცესზე სინოდის 47 წევრის დაკითხვა იქნება საჭირო, ძალიან ბევრი მასალა მაქვს.
ამის შესახებ ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა  განაცხადა.
_ პროკურატურას არაერთხელ მივმართე, შეწყვიტეთ საქმე-მეთქი, ჩუმად ვარ ჯერ-ჯერობით, რადგან ვიცავ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ინტერესებს, მაგრამ თუ საქმეს არ შეწყვეტენ, ძალიან ბევრი რამე ვიცი.
ველოდები გამოძიებას, თუ არადა ამას მსვლელობა მიეცემა, სასამართლო პროცესზე სინოდის 47 წევრის დაკითხვა იქნება საჭირო, ძალიან ბევრი მასალა მაქვს, ვურჩევ, დაამთავრონ ეს სპექტაკლი, _ განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ინტერპრესნიუსი