რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შსს-ს თანამშრომელი გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შსს-ს თანამშრომელი გაიტაცესდაუდასტურებელი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის კარალეთის ბაზის თანამშრომელი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს.
შემთხვევა სავარაუდოდ, მაშინ მოხდა, როდესაც სპეცრაზმელი ნორმატივების ჩასაბარებლად ვარჯიშობდა. ინფორმაციას IMEDINEWS ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გატაცებული უკვე რუსეთის სამხედრო ბაზაზეა გადაყვანილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე ინფორმაციას ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ ადასტურებს.
მისი თქმით, ინფორმაციის გადამოწმება ევროკავშირის ცხელი ხაზი მეშვეობით მიმდინარეობს.

პირველი რადიო