რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ინტერპრესნიუსის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 84 წლის ქალი გარდაცვლილი აბაზანაში ნახეს.
ინტოქსიკაცია მიიღო მისმა შვილმა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა `რუსთავში~ გადაიყვანა. 60 წლამდე მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ბოლო სამი დღის განმავლობაში, რუსთავში ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბებია და 12 წლის შვილიშვილი, ასევე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი.
1 თებერვლიდან დღემდე რუსთავში გაზის ინტოქსიკაციის 120-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

