სამუშია: “ბავშვთა სამყაროში” დაზარალებულები ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ”

სამუშია: “ბავშვთა სამყაროში” დაზარალებულები ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ”საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ.

მისი თქმით, ჯერ ჯერობით ზუსტი თანხა უცნობია. კომპენსაციების საბოლოო ოდენობა უახლოეს დღეებში დაზუსტდება.

_ თვითმმართველობა ფიქრობს, რომ ამ ადამიანებთან მიმართებაში ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით გარკვეული ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს. მე ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა იქნება, თუმცა კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით გარკვეული შეღავათები არსებობს, _  განაცხადა ჯაბა სამუშიამ.