საქართველოდან სომხეთში იარაღის შეტანისთვის სამველ ბაბაიანი დააკავეს

საქართველოდან სომხეთში იარაღის შეტანისთვის სამველ ბაბაიანი დააკავესსომხეთის უშიშროების სამსახური ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაკავებულია მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის, ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამველ ბაბაიანი.

როგორც სომხეთის უშიშროების სამსახური იტყობინება, სამველ ბაბაიანი და სომხეთის კიდევ ორი მოქალაქე ეჭვმიტანილები არიან ქვეყანაში იარაღის კონტრაბანდულად შეტანაში და პირები, რომლებიც საქართველოდაბ სომხეთში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის „იგლას“ შეტანის დროს დააკავეს, სწორედ ბაბაიანის მითითებებით მოქმედებდნენ.

ექსპერტთა აზრით,  აღნიშნული საზენიტო სარაკეტო კომპლექსი «9M39» მუშა მდგომარეობაშია და მისი გამოყენებ შესაძლებელია.

სომეხი სამართალდამცავები გამოძიებას აგრძელებენ და ამ დროისთვის დგინდება იარაღის შეძენის მოტივები, მისი გამოყენების მიზნები და ფინანსური წყაროები.