სენაკში გარდაცვლილი 8 წლის ნიკა გაბეჩავას ცხედარი იპოვეს

სენაკში გარდაცვლილი 8 წლის ნიკა გაბეჩავას ცხედარი იპოვესსენაკში, მდინარე ტეხურაში და მიმდებარე ტერიტორიაზე 8 წლის ნიკა გაბეჩავას ცხედარი იპოვეს.

როგორც „ნიუპოსტის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ადგილზე შესაბამისი პროცედურები ამ წუთებში მიმდინარეობს.8 წლის მოზარდის, ნიკა გაბეჩავას მშობლები შვილის მკვლელობაში მათივე მეზობელს ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცმა ბიჭი ჯერ მოკლა, შემდეგ კი მდინარე ტეხურში გადააგდო.

როგორც „ნიუპოსტს” მეზობლებმა განუცხადეს, გაბეჩავები საერთო საცხოვრებელში ქირით 5 თვის წინ გადმოვიდნენ. 8 წლის მოზარდი 30 წლამდე დაკავებულს ემეგობრებოდა, ისინი ხშირად ერთად აგროვებდნენ ჯართს.

როგორც „ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, არსებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარის პირას ჯართს აგროვებდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.
უწყების ცნობით, დაკავებულის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით არის აღძრული, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის აუცილებელი და გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას გულისხმობს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დაკავებულ პირს ორთვიანი წინასწარი პატირმობა შეუფარდა.

8 წლის ბიჭი მიმდინარე წლის 24 თებერვალს გაუჩინარდა. მოზარდს გულის პრობლემები აღენიშნება. ოჯახი კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ამიტომ არასრულწლოვანი ბოთლებსა და ჯართს ხშირად აგროვებდა.