სექსუალური ძალადობის მცდელობის გამო მარნეულში ქალმა მამაკაცი დაჭრა

სექსუალური ძალადობის მცდელობის გამო მარნეულში ქალმა მამაკაცი დაჭრამარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თექალოში, 24 წლის ქალმა 26 წლის კაცი დაჭრა. დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია, ქალი კი დაკავებულია.

როგორც ცნობილი გახდა, დაჭრის მიზეზი სექსუალური ძალადობის მცდელობა გახდა.

როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 8 წლამდე.