სოხუმში ე.წ. დეპუტატობის კანდიდატის ავტომობილი დაიწვა

სოხუმში ე.წ. დეპუტატობის კანდიდატის ავტომობილი დაიწვაოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის ბათალ აიბას ავტომობილს 15 მაისს სოხუმში ცეცხლი გაუჩნდა.

აიბას ავტომობილი მის საარჩევნო შტაბთან ახლოს ავტოსადგომზე იყო, რა დროსაც ცეცხლი გაუჩნდა.

სოხუმის ე.წ პროკურორის რუსლან ტირკბას თქმით ამ ეტაპზე ორი ვერსიაზე მიდის მუშაობა ერთი არის ის რომ ავტომობილს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს, ხოლო მეორე ავტომობილს ცეცხლი თავად გაუჩნდა.

ნიუპოსტი