თბილისში ხიდიდან მანქანა გადავარდა _ გარდაცვლილია ახალგაზრდა

თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანზე ავტომანქანა ხიდიდან გადავარდა.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში “ნიუპოსტს” უთხრეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

ნიუპოსტი