თბილისში ტრანსპორტი ძვირდება

თბილისში ტრანსპორტი ძვირდება_ საქართველოს დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდება, _ განაცხადეს ირაკლი აბესაძემ და მამუკა ახვლედიანმა.
მამუკა ახვლედიანის თქმით, მერიაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს ტრანსპორტის ტარიფზე მსჯელობა, რაც ეჭვებს იწვევს.
_ მერის განცხადება ეკონიმიკური თვალსაზრისით, ძალიან საფუძველსმოკლებული და არასერიოზულად გამოიყურება. იმ ეკონომიკური ვარდნის პირობებში, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს, შეუძლებელია, სამწლიანი სტაბილური პროგნოზი გააკეთო რომელიმე სფეროში, მითუმეტეს, სატარიფო რეგულირების თვალსაზრისით. იქნება თუ არა 80 თეთრიანი ტარიფი შენარჩუნებული, იქნება თუ არა გაზრდილი 10 თეთრიანი ტარიფი შენარჩუნებული, ეს გვაინტერესებს ჩვენ, _ განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე ტარიფი მომდევნო სამი წლის განმავლობაში არ გაიზრდება.
რაც შეეხება კერძო მიკროავტობუსებს, ნარმანიას განმარტებით, არც აქ არ არის ზრდა მოსალოდნელი, ვინაიდან, ეს სფერო ხდება რეგულირებადი.

_ კომპანია მუნიციპალიტეტთან შეთანხმების საფუძველზე ტარიფს ვერ გაზრდის და ეს ტარიფი, მინიმუმ, შემდგომი სამი წლის განმავლობაში იქნება შენარჩუნებული, _ განაცხადა ნარმანიამ.