თებერვალში საარსებო მინიმუმი 1 ლარით და 60 თეთრით გაიზარდა

თებერვალში საარსებო მინიმუმი 1 ლარით და 60 თეთრით გაიზარდასაშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი მიმდინარე წლის თებერვალში 148 ლარითა და 90 თეთრით განისაზღვრა, რაც წინა თვის მონაცემზე 1 ლარითა და 60 თეთრით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, გასული წლის თებერვალთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 4 ლარითა და 40 თეთრით გაიზარდა.
საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა 2017 წლის თებერვალში 282 ლარი და 10 თეთრი შეადგინა, რაც იანვრის თვის მაჩვენებელზე 3 ლარითა და 20 თეთრით მეტია, წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე კი 8 ლარითა და 40 თეთრით მეტი.
საქსტატის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა მიმდინარე წლის თებერვალში 168 ლარი და 10 თეთრი შეადგინა, რაც წინა თვის მონაცემზე 1 ლარითა და 80 თეთრით მეტი, ხოლო გასული წლის ამავე მაჩვენებელზე 4 ლარითა და 90 თეთრით მეტია.
ოჯახის ტიპების მიხედვით საარსებო მინიმუმი თებერვლის თვეში ასე გადანაწილდა:
ერთსულიანი ოჯახი _ 148 ლარი 90 თეთრი
ორსულიანი ოჯახი _ 238 ლარი და 30 თეთრი
სამსულიანი ოჯახი _ 268 ლარი და 10 თეთრი
ოთხსულიანი ოჯახი _ 297 ლარი და 90 თეთრი
ხუთსულიანი ოჯახი _ 297 ლარი და 90 თეთრი
ექვსსულიანი ოჯახი _ 396 ლარი და 20 თეთრი.
2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია `საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.