თელავში 40 წლის ქალი 75 წლის მოხუცს თავს დაესხა

თელავში 40 წლის ქალი 75 წლის მოხუცს თავს დაესხათელავში, კავთისუბანში 40 წლამდე ქალი 75 წლის მოხუცს თავს დაესხა.
ბრალდებული მარტოხელა ქალის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და დღეს აღებული პენსიის წართმევას ცდილობდა.

წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ბრალდებულმა მოხუცსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხა.

75 წლის ქალს თავის არეში გარკვეული დაზიანება აქვს მიყენებული.

როგორც ნიუპოსტმა გაარკვია, 40 წლამდე ქალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.