”თუ საქართველო სტრასბურის წინააღმდეგ წავა, კონვენციის 34-ე მუხლს დაარღვევს”

''თუ საქართველო სტრასბურის წინააღმდეგ წავა,  კონვენციის 34-ე მუხლს დაარღვევს''ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება ტელეკომპანიის იურისტი ეხმაურება.

_ მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ სახელმწიფოს რომელიმე ორგანოს შეუძლია სტრაბურის გადაწყვეწტილებას დროებითი ღონისძიების შესახებ გვერდი აუაროს რაიმე ფორმით, განგიმარტავთ: ჩვენს საქმეზე სტრასბურმა საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა, რომ დროებითი ღონისძიების შეუსრულებლობა ნიშნავს კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევას და იქვე მიუთითა “მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ” საქმის 128-ე და 129-ე პუნქტებზე.

აგერ რა წერია ამ პუნქტებში: 128. სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ კონვენციის 34-ე მუხლის ძალით ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება, თავი შეიკავონ ნებისმიერი მოქმედების ან უმოქმედობისგან, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს განმცხადებლის მიერ მისი განაცხადის უფლების ეფექტიან განხორციელებას.

ხელმშემკვრელი სახელმწიფოს მიერ დროებითი ღონისძიებების შეუსრულებლობა უნდა ჩაითვალოს სასამართლოსთვის ხელის შეშლად განმცხადებლის საჩივრის ეფექტიან განხილვაში და ხელის შეშლად განმცხადებლისთვის მის მიერ აღნიშნული უფლების ეფექტიან განხორციელებაში და, შესაბამისად, კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევად.
129. მის ხელთ არსებული მასალების საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად მითითებული დროებითი ღონისძიებების შეუსრულებლობით თურქეთმა დაარღვია მასზე კონვენციის 34-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულებები, _ წერს მურადაშვილი.

პირველი რადიო