თვითმხილველი: 11 წლის გოგონა დედასთან ერთად გაჩერებაზე იდგა, როცა მანქანა ჯერ განათების ბოძს, შემდეგ კი მათ დაეჯახა

თვითმხილველი: 11 წლის გოგონა დედასთან ერთად გაჩერებაზე იდგა, როცა მანქანა ჯერ განათების ბოძს, შემდეგ კი მათ დაეჯახა_ 11 წლის გოგონა დედასთან ერთად გაჩერებაზე იდგა, რა დროსაც ”ბე ემ ვეს” მარკის ავტომობილი ჯერ გაჩერების ბოძს, შემდეგ კი დედა-შვილს დაეჯახა/

ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველმა ვალერი ვარნეჩოვმა განუცხადა.

მისივე თქმით, გოგონას თავში სავარუდოდ, გაჩერების ბოძის დეტალიც მოხვდა.

_ ისეთი სურათი ვნახე, რომ ბავშვთან ვეღარ მივედი. ვეღარც დედამისთან მივედი, ცუდად გავხდი, ისეთი მდგომარეობა იყო. დედაც და შვილიც აქვე ცხოვრობდნენ. გაჩერებაზე იდგნენ – ალბათ, სკოლაში მიდიოდნენ. ვნახე რომ ”ბე ემ ვეს” მარკის მანქანა დაეჯახა ჯერ გაჩერების ბოძს, შემდეგ კი მათ. შევხედე, რომ ბოძის რაღაც დეტალიც მოხვდა გოგონას თავში, _ აღნიშნა ვალერი ვარნეჩოვმა.

აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი.