ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ზუგდიდში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
როგორც ნიუპოსტის ადგილობრივი კორესპონდენტი იტყობინება ინციდენტი მოხდა პოლიციასა და მოქალაქე თემურ ხარლამპიდს შორის.
ხარლამპიდი ირწმუნება, რომ პოლიცია მისთვის 40 ლარიანი ჯარიმის გამოწერას უკანონოდ ცდილობდა.
მოქალაქის მონაყოლის მიხედვით, ის საპატრულო პოლიციამ ქალაქის ცენტრში გააჩერა და მიუთითა, რომ ღვედის არგაკეთების მოტივით ჯარიმა უნდა დაეწერა. ამას ხარლამპიდის გაღიზიანება მოჰყვა. მოქალაქე და მისი და ამბობენ, რომ ისინი ღვედის გარეშე არ გადაადგილდებოდნენ.
თემურ ხარლამპიდის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამართალდამცავები აჩერებენ და ნასვამობაზე ამოწმებენ.
_ სახეზე წითური ვარ, ალბათ ნასვამი ვგონივართ და მაჩერებენ, _ უთხრა ჟურნალისტებს მოქალაქემ.
მამაკაცი ალკოტესტზე დღესაც შეამოწეს, თუმცა საბოლოოდ მისი თქმით არც ალკოჰოლის მოხმარება დაუდგინდა და არც 40 ლარით დაუჯარიმებით.

