2016 წელს საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების 39% მარჯვენასაჭიანი იყო

2016 წელს საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების 39% მარჯვენასაჭიანი იყომარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტმა 2016 წელს მთელი იმპორტის 38,9% შეადგინა, ხოლო, რაც შეეხება რეექსპორტს, მარჯვენა საჭიანი ავტომანქანების რეექსპორტი 37%-ით შემცირდა და საერთო რეექსპორტის 8% შეადგინა.
2016 წელს საქართველოდან ექსპორტ-რეექსპორტირებული ავტომანქანების უმრავლესობა კვლავ სომხეთსა (57%) და აზერბაიჯანში (9%) გადის, თუმცა აზერბაიჯანში გაყვანილი ავტომანქანების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 62%-ით შემცირდა, ხოლო სომხეთში გაყვანილი ავტომანქანების რაოდენობა – 25%–ით.
იმპორტიორ ქვეყნებში იაპონია კვლავ ლიდერია. იაპონიიდან იმპორტმა 2016 წელს მთელი იმპორტის 45% შეადგინა.