ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბის თანამშრომელი დაკავებულია.
საქმე ეხება, უცხოელი ტურისტების ჰანცხადებით, მათთვის 2 ბოთლ ლუდში 3/600 ლარის იძულებით გადახდის ფაქტს.
მომხდართან დაკავშირებით ძველი თბილისის პოლიციაში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა დაზარალებული ინდოელების დაკითხვა. ჩვენება სამივე ტურისტმა მისცა და ჩატარდა ამოცნობის ღონისძიებაც. სავარაუდოდ, დაიკითხნენ კლუბში მომუშავე სხვა პირებიც.
შს სამინისტრომ ტურისტების მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.
_ ჩვენთვის თანხის ანაზღაურება არ არის მთავარი. ჩვენ, როგორც ტურისტები. სერიოზული პრობლემის წინაშე დავდექით და გვინდა. რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს..
ჩვენ არ ვიცოდით, რომ ეს სტრიპტიზ კლუბი იყო. ამოვიცანით ის თანამშრომელი, რომელმაც ჩენს მეგობარს ფული გამოართვა. როცა გარეთ გამოვედით, გვითხრეს, რომ პრობლემები შეგვექმნებოდა. როცა ანგარიში მოვითხოვეთ, დაუჯერებლად დიდი თანხა იყო. ჩვენ მის გადახდაზე უარი ვთქვით, რის შემდეგაც კლუბის ათამდე თანამშრომელმა ფულის გადახდა გვაიძულა, _ აცხადებენ ტურისტები.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელია. ადვოკატი, ვაჟა ლონდარიძე ამბობს, რომ მისი კლიენტი წაყენებულ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ თანხის წართმევის ფაქტს არავინ ადასტურებს.
ღამის კლუბ ,,დოლსი“-დან გამოსული უკმაყოფილო ტურისტების შესახებ ჰყვებიან მიმდებარედ განთავსებულ მაღაზიებშიც. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ამგვარი ფაქტების გამო ტურისტები ხშირად საპატრულ პოლიციას მიმართავენ. მათი თქმით, ყოფილა შემთხვევა, როცა დღის განმავლობაში 5 პატრულის ეკიპაჟიც მოსულა, თუმცა უშედეგოდ.
პრობლემაა იქ არსებული სავალუტო ჯიხურებიც, სადაც ქართულ ენაზე სხვა კურსია დაფიქირებული, ხოლო რეალურად სხვა კურსით ხდება ფულის გადაცვალა. ბრალდებებს უარყოფს სავალუტო ჯიხურის მეპატრონე ლადო ცხაკაია, რომელიც ამბობს, რომ ასეთი ფაქტის შესახებ არ სმენია.
ლესელიძის 33-ში მომხდარი ინციდენტით დაინტერესდა ტურიზმის ეროვნული სააგენტო.
ნიუპოსტი

