გალში სამმხრივი მოლაპარაკებებს ხმაური მოჰყვა.
ხმაური იყო ენგურის ხიდზე, სადაც გალში სამმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მამა-შვილის, არჩილ და პაატა როგავების ოჯახის წევრებს სუს-ის წარმომადგენელი შეხვდა.
როგავებმა ქართულ მხარეს „აფერისტების ჯგუფი“ უწოდეს.
მანამდე კი სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დადასტურა, ინფორმაცია, რომ მამ-შვილს სოხუმის სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პარიმრობა შეუფარდა.
როგორც კახაბერ ქემოკლიძემ გალის შერეული შეხვედრის დასრულების შემდეგ ენგურის ხიდთან შეკრებილ როგავების ახლობლებს განუცხადა დე ფაქტო ხელისუფლება როგავებს საზღვრის უკანონო კვეთას, ხოლო პაატა როგავას დაკავებისას საოკუპაციო ჯარის წარმომადგლენლის მიმართ ძალის გამოყენებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება.
„საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ხელისუფლება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს მაქსიმუმს, რათა ეს ადამიანები გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრობიდან“, – აღნიშნა ქემოკლიძემ.
როგავები ხვალიდან აქციებს გეგმავენ.
შეგახსენებთ, 6 აპრილს, რუსმა ოკუპანტებმა, ტყაიადან მამა-შვილი როგავები იარაღის მუქარით გაიტაცეს. მოქალაქეები იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი მდინარე ენგურში დაკარგულ ცხენს ეძებდნენ.

