ავარია გორის ავტობანთან – 26 წლის ბიჭი ჯარისკაცმა გადაარჩინა

ავარია გორის ავტობანთან - 26 წლის ბიჭი ჯარისკაცმა გადაარჩინაგვიან ღამით გორში ავტობანთან, 26 წლის მამაკაცს მანქანა დაეჯახა. ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, არსებული ინფორმაციით მძღოლი მიიმალა, ხოლო დაშავებული მამაკაცი რამდენიმე საათის განმავლობაში მიწაზე უგონო მდგომარეობაში ეგდო.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ავტობანზე ასვლას და გამგზავრებას აპირებდა. ის უგონო მდგომარეობაში ჯარისკაცმა გამთენისას ნახა და სასწრაფო გამოიძახა. დაშავებული ექიმებმა „გორმედში“ გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე კვლავ ემუქრება და რეანიმაციაში რჩება.

როგორც ,,ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში განუცხადეს, მომხადრთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.