ავტოავარია თბილისში – საბჭოს მოედანზე ფეხით მოსიარულე ქალბატონს ავტომანქანა დაეჯახა

ავტოავარია თბილისში - საბჭოს მოედანზე ფეხით მოსიარულე ქალბატონს ავტომანქანა დაეჯახაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ამ წუთებში თბილისში, საბჭოს მოედანზე. ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 50 წლის ქალბატონს დაეჯახა. ქალბატონს დაზიანებები აღენიშნება. იგი ამ წუთებში კლინიკაში გადაჰყავთ.ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოქალაქე ქუჩაზე მაშინ გადადიოდა, როდესაც შუქნიშანზე წითელი შუქი ენთო და მძღოლს მოძრაობის წესები არ დაურღვევია.პოლიციის განცხადებით საქმე აღძრულია სასიხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 1 ნაწილით, რომელიც მსუბუქ შეჯახებას გულისხმობს.