ბუდაპეშტის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბუდაპეშტის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს70 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს ბუდაპეშტის ქუჩის 3 ნომერში მაშველებმა, რომლებიც შენობაში ხანძარს აქრობდნენ.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ხანძარი გააჩინეს.

შემთხვევის ადგილზე გვიან ღამით ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. შსს-ში ჯერ-ჯერობით მომხდარ ფაქტზე ინფორმაციას არ ავრცელებენ.

ნიუპოსტი