– 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემი ადასტურებს, რომ ფისკალური პოლიტიკა გაჯანსაღების გზაზეა, – წერს სოციალურ ქსელ Facebook-ში ეკონომისტრი დავით ასლანიშვილი.
_ ასეთი საბიუჯეტო დისციპლინა საქართველოს დიდი ხანია, აღარ ჰქონდა, – წერს დავით ასლანიშვილი და მოჰყავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემები, რომლის თანახმადაც, იანვარ-მარტის განმავლობაში სახაზინო ანგარიშზე ნაშთი გაზრდილია 704 მლნ ლარიდან 929 მლნ ლარამდე. ეს კი მიღწეულ იქნა საგადასახადო შემოსავლების გეგმის სანიმუშო შესრულებით და ზოგიერთ პოზიციაში გადაჭარბებით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი ზომიერი და ბიუჯეტში გაწერილ პარამეტრს არ სცილდება.
როგორც დავით ასლანიშვილი წერს, დეფიციტური ხარჯვა მინიმალურ დონეზეა და არ არის იმის საშიშროება, რომ დაგეგმილ 4%–იან ზღვარს წლის ბოლომდე გასცდება. მთავრობამ აქციზური გადასახადის მიზანმიმართული (და არა საყოველთაო) გაზრდით დროულად შეავსო მოსალოდნელი დანაკარგები შემოსავლების ნაწილში, ხოლო ინფლაციის ეფექტი არის ერთჯერადი.
– ასე რომ, მთავრობამ მიაგნო ოპტიმალურ შუალედს ეკონომიკურ პოლიტიკაში სოციალურ პასუხისმგებლობასა და მდგრად ყოვლისმომცველ განვითარებას შორის, განსაკუთრებით მანამდე წარმოებულ დაუსრულებელი ნეოლიბერალური ექსპერიმენტების ფონზე, – აცხადებს ეკონომისტი დავით ასლანიშვილის პოსტში.

