ქუთაისში ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა გაძარცვეს. როგორც ბოტანიკურ ბაღში აცხადებენ, ძარცვა ღამის საათებში მოხდა და წაღებულია ოთხი პერსონალური კომპიუტერი.
– ძარცვა, სავარაუდოდ, ღამის საათებში მოხდა, რადგან კვირა დილით სამსახურში მისულს შენობა გაძარცვული დაგვხვდა. დაწესებულებას დარაჯი ჰყავს, მაგრამ მძარცველებმა შეუმჩნევლად იმოქმედეს, – განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თემურ ჩეჩელაშვილმა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
ინტერპრესნიუსი

