ელისო კილაძე: ღარიბაშვილსა და კახურ კლანზე ინფორმაციებს ივანიშვილის მინისტრი მაწვდიდა

ელისო კილაძე: ღარიბაშვილსა და კახურ კლანზე ინფორმაციებს ივანიშვილის მინისტრი მაწვდიდაგაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორი აცხადებს, რომ ე.წ კახურ კლანსა და ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სკანდალურ ინფორმაციებს ის შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნისგან, გელა ხვედელიძისგან არ იღებდა.

კილაძის თქმით, მისი წყარო, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული თანამდებობის პირია.

ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ წყაროს ვინაობა დაასახელოს.

_ ეს მასალები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილს და კახურ კლანს ეხებოდა, არ იყო გელა ხვედელიძის მასალები, თუ ამ თემაზე სპეკულაციები გაგრძელდება მე დავასახელებ წყაროს ვინაობას, ის მთავრობის წევრია, ერთ-ერთი მინისტრია. ამ მასალების უკან სწორედ ის იდგა. ის ივანიშვილის კარზე გავლენიანი ფიგურაა, _ აღნიშნავს კილაძე.

ნიუპოსტი