ელისო კილაძე მისი შვილის დაკავების საქმეზე პროკურატურას ახალ დოკუმენტაციას წარუდგენს

ელისო კილაძე მისი შვილის დაკავების საქმეზე პროკურატურას ახალ დოკუმენტაციას წარუდგენსგაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორი თბილისის პროკურატურას დღეს ახალ დოკუმენტაციას წარუდგენს. საუბარია მისი შვილის დაკავების მომენტში სამართალდამცავთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

ელისო კილაძის განცხადებით, წარდგენილი დოკუმენტები გამოძიებას სიმართლის დადგენაში დაეხმარება.

_ დაკავებისას პოლიციელები წერდნენ, რომ დაკავებისას ჩემი შვილის მიმართ გამოიყენეს პროპორციული ძალა და მას დაზიანებები არ ჰქონდა, კაპეზეში შეყვანისას დეტალურად აღნიშნულია ყველა ის დაზიანება, რომელიც მას ჰქონდა. ჩემმა შვილმა უკვე მისცა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენება გამოძიებას. მე მივდივარ ქალაქის პროკურატურაში, გამოძიებას მნიშვნელოვან მასალებს გადავცემ, რომლებიც დაეხმარება დამნაშავის დადგენაში.

ეს ეხება დაკავების მომენტს და იმ დღეს, იმ მომენტს როდესაც ჩემი შვილის დაკავება განხორციელდა ბოჭორიშვილის ქუჩაზე,_ განაცხადა ელისო კილაძემ.

ნიუპოსტი