„ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორმა ელისო კილაძემ „კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ თავდასხმა მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეზე გელა ხვედელიძეზე.
ელისო კილაძე:
_ გელა ხვედელიძე სახლიდან გამოვიდა, სიგარეტის საყიდლად მიდიოდა, პარალელურად მე მესაუბრებოდა ტელეფონზე. მას თავს დაესხნენ. მიყენებული აქვს რამდენიმე ჭრილობა.
როგორც კილაძე აცხადებს, ხვედელიძე მასთან მეგობრობის გამო დაისაჯა და ითხოვს პასუხი სუსის უფროსის მოადგილეს გოგაშვილს მოსთხოვონ.
_ გვაფრთხილებდნენ, რომ გოგაშვილი გამოსულია წყობილებიდან, იმ ფაქტების გამო, რაც მე გამოვაქვეყნე. კერძოდ, თუ ვინ „კრიშავს“ სინთეთიკურ ნარკოტიკებს, ბიოს. აუცილებლად ვიბრძოლებ ჩემი შვილის უდანაშაულობის დასამტკიცებლად და გელა ხვედელიძეზე თავდასხმისთვის პასუხს ვაგებინებ სოსო გოგაშვილს, _ ამბობს ჟურნალისტი.

