„ერთი მიწის ნაკვეთის გარდა, „ცენტრ პოინტის” არც ერთ ქონებას ყადაღა არ მოხსნია“

„ერთი მიწის ნაკვეთის გარდა, „ცენტრ პოინტის” არც ერთ ქონებას ყადაღა არ მოხსნია“ როგორც „ინტერპრესნიუსს” მაია რჩეულიშვილის ინტერესების დამცველმა მარიამ ცუცქირიძემ განუცხადა, ყადაღა მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთს მოეხსნა, რომლითაც „ცენტრ პოინტის” საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილის გირაო იყო უზრუნველყოფილი.
აღნიშნული მიწის ნაკვეთი გირაოს პირობების დარღვევის გამო მაია რჩეულიშვილს ჩამოერთვა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, „ცენტრ პოინტის” ქონებასთან დაკავშირებით გაუგებრობა შექმნა იმ განცხადებამ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა.