Forbes-ის რეიტინგი: ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალები

Forbes-ის რეიტინგი: ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალებიForbes-მა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა, 40 წლამდე ასაკის მილიარდერი ქალების რეიტინგი შეადგინა. „კომერსანტი” გთავაზობთ მდიდარი ქალების ათეულს.

ალექსანდრა ანდერსენი

ასაკი: 20 წელი

ქონება: $1,2 მლრდ

ადგილი Forbes-2017-ის რეიტინგში: 1678

სიმდიდრის წყარო: Ferd

მოქალაქეობა: ნორვეგია

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ალერქსანდრა ანდერსენი – ყველა ახალგაზრდა მილიარდერი ქალია მსოფლიოში. ის და მისი უფროსი და კატარინა მრავალმილიონიანი კაპიტალის მფლობელები მას შემდეგ გახდნენ, რაც მამამ იოჰან ანდერსენმა გადასცა მათ საინვესტიციო კომპანიის Ferd-ის აქციათა 42%. კომპანია მართავს ჰეჯ-ფონდებს და აქტივებს, მუშაობს ნორვეგიის საფონდო ბირჟაზე. დები არ მუშაობენ კომპანიაში, მას მართავს თავად იოჰან ანდერსენი, რომელიც აკონტროლებს კომპანიის 70% – ეს შესაძლებელია სააქციო საზოგადოების სტრუქტურის წყალობით, რომელიც შეიცავს აქციების 2 კლასს. ალექსანდრა არის ნორვეგიის სამგზის ჩემპიონი ცხენოსნობაში.

კატარინა ანდერსენი

ასაკი: 21

ქონება: $1,2 მლრდ

ადგილი Forbes-2017-ის რეიტინგში: 1678

სიმდიდრის წყარო: Ferd

მოქალაქეობა: ნორვეგია

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ალექსანდა ანდერსენის მოხვედრა მილიარდერების რეიტინგში დაკავშირებულია იგივე ფაქტორთან, რაც მისი უმცროსი დის შემთხვევაში – ოჯახური ბიზნესიდან წილის მიღება. ამჟამად კატარინა სწავლობს ამსტერდამის უნივერსიტეტში. ანდერსენების ოჯახი ცნობილია ნორვეგიაში 100 წელზე მეტია, ძირითადათ თამბაქოს მწარმოებელი ბრენდის Tiedemanns -ით. მოგვიანებით ოჯახმა გაყიდა თამბაქოს ბიზნესში წილი გაყიდა და ის 480 მლნ. დოლარად კომპანია Skandinavisk Tobakskompagni-მ შეიძინა.

ევა-მარია ბრაუნ-ლუდიკ

ასაკი: 30

ქონება: $1,3 მლრდ

ადგილი Forbes-2017-ის რეიტინგში: 1576

სიმდიდრის წყარო: B. Braun

მოქალაქეობა: გერმანია

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ევა-მარია არის გერმანული სამედიცინო კონცერნის B. Braun-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ბარბარა ბრაუნ-ლუდიკის ქალიშვილი. ბარბარას ბიძაშვილი – ლუდვიგ გეორეგ ბრაუნი – მართავს კომპანიას 1997 წლიდან. მაშინ კომპანიის გაყიდვები შეადგენდა 24 მლნ. დოლარს, ამჟამად B. Braun არის მსოფლიოში სამედიცინო პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, 54 00 თანამშრომლით და 6,5 მლრდ დოლარის წლიური ბრუნვით. ევა-მარია ფლობს კომპანიის 11,7%-ს.

კაროლინ ჰაგენ-კიესი

ასაკი – 33

ქონება: $2,5 მლრდ

ადგილი Forbes-2017-ის რეიტინგში: 814

სიმდიდრის წყარო: Canica

მოქალაქეობა: ნორვეგია

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, 2 შვილი

1970-იან წლებში, კაროლინას მამამ, შტეინ ერიკ ჰაგენმა შექმნა დისკაუნტერ-სუპერმარკეტების ქსელი Rimi, რომელიც 1998 წელს შეუერთდა შვედურ ICA group-ს და ჰოლანდიურ Ahold-ს. შემდეგ ჰაგენმა გაყიდა თავისი წილი და შექმნა კომპანია Canica, რომელიც ფლობს წილებს სხვადასხვა კომპანიებში – ძირითადად, სამომხმარებლო საქონლით მოვაჭრე ქსელებში. კაროლინა ჰაგენ კიესა გახდა ოჯახური ფირმის დირექორთა საბჭოს თავმჯდომარე 2014 წელს.

ტატიანა კაზირაგი

ასაკი – 33

ქონება: $2,4 მლრდ

ადგილი Forbes-2017-ის რეიტინგში: 867

სიმდიდრის წყარო: Bavaria, SABMiller

მოქალაქეობა: მონაკო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, 1 შვილი

ტატიანა კაზირაგის ბაბუა ხულიო მარიო სანტო დომინგო იყო კოლუმბიური ლუდის კომპანიის Bavaria-ს მფლობელი. 2005 წელს მან გაცვალა თავისი კომპანიის 15% აქციებზე ლუდის გიგანტ SABMiller-ში. ის 6 წლის წინ გარდაიცვალა და დაუტოვა ქონების მესამედი ძმებს, დანარჩენი – ტატიანას და მის ძმას ხულიოს. ტატიანა გაყვა ცოლად მონაკოს სამეფო ოჯახის წევრს ადრეა კაზირაგის და მიიღო მისი გვარი.

იან ჰუეინი

ასაკი – 35

ქონება: $9 მლრდ

ადგილი Forbes-2017-iს რეიტინგში: 140

სიმდიდრის წყარო: Country Garden Holdings

მოქალაქეობა: ჩინეთი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

იან ჰუეინს ეკუთვნის ჩინური დეველოპერული კომპანიის Country Garden Holdings-ის 55%. წილი მას გადასცა მამამ. მალაიზიის მთავრობასთან ერთად კომპანია მუშაობს 36 მლრდ. დოლარად შეფასებულ პროქეტში Forest City მალაიზიის და სინგაპურის საზღვარზე. იანის უმცროსი და ასევე შედის კომპანიის დირექთორთა საბჭოში.

კატარინა მარტინსონი

ასაკი – 35

ქონება: $1,1 მლრდ

ადგილი Forbes-2017-ის რეიტინგში: 1795

სიმდიდრის წყარო: L.E. Lundbergforetagen

მოქალაქეობა: შვედეთი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

კატერინა და მისი და ლუიზა ფლობენ საინვესტიციო კომპანია L.E. Lundbergforetagen-ის აქციების 14%-ს. კომპანია მართავს აქტივებს და ფლობს რამდენიმე მსხვილ ქარხანას, მათ შორის ქაღალდის წარმოებას. კომპანია შექმნა კატერინას ბაბუამ ლარს ლუნდდბერგმა. მარტინსონი შედის 7 კომპანიის დირექტორთა საბჭოში, მათ შორის სამრეწველო ჯგუფში Indutrade და ელექტრო ინსტუმენტების მწარმოებელ Husqvarna- ში.

მარი ბენიე ბოვალო

ასაკი – 36

ქონება: $4,1 მლრდ

ადგილი Forbes-2017-ის რეიტინგში: 441

სიმდიდრის წყარო: Lactalis

მოქალაქეობა: საფრანგეთი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მარი-ბენიე ბოვალო და მისი ძმები ემანუელ და ჟან-მიშელი – არიან ევროპაში რძის პროდუქციის უმსხვილესი მწარმოებლის, ფრანგული Lactalis-ის მემკვირდეები. მარის მამამ ბიზნესი მშობლიურ ქალაქ ლავალში, დასავლეთ საფრანგეთში დაიწყო. დღეს კომპანიის გაყიდვები შეადგებს 18 მლრდ. დოლარს წელიწადში. კომპანიას მართავს ემანუელ ბენიე. Lactalis ასევე ფლობს წილებს იტალიურ Parmalat-ში და ფრანგულ Frommageries Bel-ში

იოჰანა ბრაუნი

ასაკი – 37

ქონება: $1,1 მლრდ.

ადგილი Forbes-2017-ის რეიტინგში: 1795

სიმდიდრის წყარო: B. Braun

მოქალაქეობა: გერმანია

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

იოჰანა ბრაუნი არის ლუდვიგ გეორგ ბრაუნის უმცროსი ქალიშვილი, ის ფლობს სამედიცინო კომპანია B. Braun-ს აქციათა 10%-ს. მის დას ევას ეკუთვნის კომპანიის 11%.

ლუიზა ლინდი

ასაკი – 37

ქონება: $1,1 მლრდ

ადგილი Forbes-2017-ის რეიტინგში: 1795

სიმდიდრის წყარო: L.E. Lundbergforetagen

მოქალაქეობა: შვედეთი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ისევე როგორც მისი და, კატარინა მარტინსონი, ლუიზა ლინდი ფლობს საინვესტიციო ჯგუფ L.E. Lundbergforetagen-ს აქციების 14%. ის შედის ჰოლდინგის რამდენიმე კომპანიის დირექტორთა საბჭოში, ისევე როგორც მამამისი ფრედერიკ ლუნდბერგი, რომელიც ხელმძღვანელობს ჯგუფს 1981 წლიდან. თვითონ ლუიზა მართავს უძრავი ქონების კომპანიას.

კომერსანტი