გაიხსნა დარიალი ჰესი _ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური

გაიხსნა დარიალი ჰესი _ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური_ დარიალი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლით ადგილობრივ ბიუჯეტს მხოლოდ ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად დაემატება 2,5 მლნ ლარი და ამავე დროს, მნიშნელოვანია, რომ ადგილზე მუდმივად დასაქმდება 80-მდე ადგილობრივი მცხოვრები, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „დარიალი ჰესის“ ოფიციალურ გახსნაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ჰესის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 420 ადამიანი. მისი თქმით, პროექტი, ასევე, ქმნის მილიონობით ლარის ღირებულების ყოველწლიური შემოსავლის წყაროს ქვეყნის ბიუჯეტისთვის.
„დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ყველაზე მძლავრი ელექტროსადგურია, 123 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ჰესის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავება 510 მლნ კვტ.სთ. იქნება. სადგურს ასევე აქვს საქართველოში ერთერთი ყველაზე მასშტაბური სადერევაციო გვირაბი, რომლის სიგრძე 5 კმ-ია.