გალში ცოლ–ქმარი წურწუმიები მოკლეს

გალში ცოლ–ქმარი წურწუმიები მოკლესგალის რაიონში, სოფელ სიდაში წურწუმიების ოჯახს თავს დაესხნენ.

მოკლულია ცოლ-ქმარი სოფო და გია წურწუმიები.

ცნობილია, რომ მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა.

გარდაცვლილების მეზობლების ინფორმაციით, მოკლულ გია წურწუმიას, რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებულ გალში უთანხმოება მოუვიდა. მკვლელობის მოტივად თანხის გამოძალვა სახელდება.

მკვლელის ვინაობა ცნობილია, ადგილობრივების თქმით, გია წურწუმიამ მისი სახელის თქმა გარდაცვალებამდე მოასწრო.

ნიუპოსტი