შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, ლუდის აქციზის გადახედვა მიმდინარე წელს მოხდება, თუმცა ის ვერ აკონკრეტებს, მოესწრება თუ არა ეს ლუდის სეზონის დაწყებამდე.
_ სურვილები არის, მანამდეც იყო სურვილები, ჩვენ ვმუშაობთ გვაქვს გარკვეული ვალდებულება აღებული რომ მოვახდინოთ აქციზის დაბეგვრის სისტემის ჰარმონიზაცია ევროდირექტივებთან. მათ შორის იგულისხმება აქციზის განაკვეთის ცვლილება ალკოჰოლის მოცულობის მიხედვით. ვფიქრობთ, რომ წელს ეს ნაბიჯები გადაიდგმება, – ამბობს თაბუაშვილი.
კითხვაზე, მოხდება თუ არა აქციზის გადახედვა პირველ მაისამდე, როგორც ლუდის სექტორის ნაწილი აცხადებს, თაბუაშვილი ასე პასუხობს:
_ შარშან რომ არ იყო, სეზონს შეეშალა ხელი? ვნახოთ, დაველოდოთ.

